გარდაცვლილები და დაკავებული სამთავრობო შენობები - რა ხდება ყირიმში

გარდაცვლილები და დაკავებული სამთავრობო შენობები - რა ხდება ყირიმში

ამ დროისთვის უკვე ცნობილი გახდა, ვინ დაიკავა ყირიმის რადას და მინისტრთა კაბინეტის შენობები. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორივე შენობას ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობა აკონტროლებს. რუსეთის დროშებია აღმართული პარლამენტისა და მთავრობის სახლის სახურავზე.

მილიციამ გადაკეტა ის კვარტალი, რომელიც რადას შენობასთან მდებარეობს და მასთან 150 მეტრში მიახლოვება აკრძალულია.

ყირიმის პარლამენტის და მთავრობის შენობების გაურკვეველი პირების მიერ დაკავების თაობაზე ინფორმაცია ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა, რეფატ ჩუბაროვმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, შენობებში შეირაღებული პირები არიან შეჭრილი.

ამასთან, ყირიმში რუსულენოვანი მოსახლეობა ქმნის დაჯგუფებებს, რომლებიც სევასტოპოლისკენ უნდა გაემგზავრონ.

ამასთან, ყირიმის რადასთან მომხდარი შეტაკებების დროს ორი ადამიანია დაღუპული. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამედიცინო დაწესებულებებს 30-მა ადამიანმა მიაკითხა. აქედან, ექვსის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ექიმების შეფასებით, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ორი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას დეპუტატმა, მუსტაფა ჯამილიემა გაავრცელა. მისი თქმით, მსხვერპლი გუშინ, მომიტინგეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.

"აქედან ერთი გულის შეტევით გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი იყო, რომელიც ჭყლეტვის შედეგად დაიღუპა", - განაცხადა დეპუტატმა.

რადას შენობასთან გუშინ ყირიმელი თათრების და რუსი ნაციონალისტების აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა