რასელ ქროუ ცდილობს, რომის პაპი ფილმ "ნოეს" ნახვაზე დაითანხმოს

რასელ ქროუ ცდილობს, რომის პაპი ფილმ "ნოეს" ნახვაზე დაითანხმოს

მარტის ბოლოს რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილმის, "ნოეს" მსოფლიო პრემიერა გაიმართება. არა მხოლოდ ფილმის შემქმნელები, არამედ მასში მონაწილე მსახიობებიც ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ.

მსახიობმა რასელ ქროუმ, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, სოციალური ქსელით რომის პაპ ფრანცისკს მისი ახალი ფილმის შეფასება სთხოვა:

"პატივცემულო წმინდა მამაო, არ ისურვებდით, დარენ არონოფსკის ფილმი "ნოე" გენახათ? დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ",- დაწერს მსახიობმა სოციალურ ქსელში.

მსახიობი ამაზე არ გაჩერებულა - გარკვეული დროის შემდეგ მან ვატიკანის ლიდერს დრამაზე საკუთარი აზრი გაუზიარა - კროუმ სურათს "ძლიერი" და "რეზონანსული" უწოდა.

გარდა ამისა, მილიონობით ადამიანის კერპმა ფერმერებს, რომელთა საქმიანობა რომის პაპის ინტერესების სფეროშია, სთხოვა, პონტიფიკისადმი ყველა მისი შეტყობინება გაიზიარონ.

ქროუს გარდა, არონოფსკის სურათში ემა უოსტონმა, ჯენიფერ კონელიმ, ლოგან ლერმანმა, ენტონი ჰოპკინსმა ითამაშეს.

ფილმი ლოზუნგით "დასასრული მხოლოდ დასაწყისია", ყველასთვის ნაცნობ ბიბლიურ სიუჟეტს ასახავს, რომელშიც სამყაროს აღსასრულის შესახებ ხილვის შემდეგ, ნოე საკუთარი ოჯახის დაცვას გადაწყვეტს.

შარშან შემოდგომაზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმმა, რომელიც რელიგიური საზოგადოების წარმომადგენლებმა ნახეს, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შედეგად, კინოკომპანია Paramount-მა რეჟისორს ფილმის გადაკეთება შესთავაზა, მაგრამ არონოფსკიმ უარი განაცხადა: მაყურებლებს ორიგინალურ ვერსიას აჩვენებენ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება