რატომ გაიქცა პირდაპირი ეთერიდან სალომე ტეტიაშვილი

რატომ გაიქცა პირდაპირი ეთერიდან სალომე ტეტიაშვილი

სალომე ტეტიაშვილის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ნაწილი აღფრთოვანებულია მისი სუფრასთან ნამღერი ქართული თუ უცხოური სიმღერებით, ნაწილი აკრიტიკებს და უნიჭოსაც კი უწოდებს. თავად სალომე მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი ამ კუთხით, ასარჩევი აქვს ჟანრი, რომელშიც გააგრძელებს სიმღერას. ამისთვის კი პედაგოგი სჭირდება. პედაგოგის აყვანა 19 წლის შემსრულებლისთვის ფუფუნებაა. ის დედასთან ერთად ერთ ოთახში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. სალომეს დედას, ქალბატონ თამარს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი კარგად იცნობს. ის უკვე წლების განმავლობაში ამ ტელევიზიას ერთგულად ემსახურება, ოთახებს ალაგებს და ''კომედი ჯგუფის'' სკეტჩებშიც მონაწილეობს.

- სალომე, სულ თავიდან დავიწყოთ, იმ ასაკიდან, როცა მამა თქვენთან იყო...

- მამას ჩვენამდე ოჯახი ჰქონდა. იმ ოჯახიდან ჰყავს შვილი. დიდი ძმა მყავს. მერე ისე მოხდა, რომ მამამ დედა გაიცნო და ძალიან დიდხანს იყვნენ ერთად. მთლიანობაში დედასა და მამას ურთიერთობა 25 წელს ითვლის. დედა 23 წლის გათხოვდა, 38 წლის იყო, მე რომ გავჩნდი. მამა დედაზე 8 წლით უფროსია. კარგად მახსოვს მამა. თბილი და მოსიყვარულე იყო, ოჯახის საყრდენი. მაშინ სახლი გვქონდა. მერე გარკვეული პრობლემების გამო ბინა გავყიდეთ და ერთი წლის განმავლობაში მამას წასვლამდე ქირით ვცხოვრობდით. მალე მამა ძველ ოჯახს დაუბრუნდა და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა.

- რას ამბობს დედა, რა იყო დაშორების მიზეზი? გახსოვს მშობლების კამათი?

- არა, არ მახსოვს. დედასაც არასდროს უხსენებია მამა ჩემთან აუგად. ყოველთვის კარგს ამბობდა მასზე. ასეა დღემდე. ამიტომ იყო მოულოდნელი მისი წასვლა ჩვენგან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამა ყოველდღე აღარ მოდიოდა სახლში. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიოდა. შემდეგ ეს შუალედები გაიზარდა და ბოლოს წავიდა.

- როდის გაგიჩნდა შეკითხვა, სად არის მამა?

- 7-8 წლის ასაკში. სკოლაში მამები რომ აკითხავდნენ ბავშვებს, ზოგჯერ დედის მაგივრად მოდიოდნენ კრებებზე, მაშინ გამიჩნდა კითხვები. შინაგანად სიცარიელეს ვგრძნობდი. არასდროს მოვუტყუებივარ დედას, რომ მამა მივლინებაშია ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მალე ჩამოვა. თავიდანვე ვიცოდი, რომ მამა ჩვენთან ერთად არ იქნებოდა.

- როგორ ანუგეშებდი დედას ამ წლების განმავლობაში?

- შეიძლება, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არასდროს დამჭირვებია ასეთი რამ. იმდენად ძლიერად იდგა ყოველთვის დედა, ისე ეჭირა თავი... 19 წლის ვარ და დედაჩემის ცრემლები დღემდე არ მინახავს.

- დედას ''რუსთავი 2''-ის გარდა სხვა სამსახური ჰქონია?

- როგორ არა. არაერთ მაღაზიაში უმუშავია, კავშირგაბმულობის კომპანიაში, მაგრამ პატარა პერიოდებით. ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს.

- უმუშევრობის პერიოდი გახსოვს?

- არა. ალბათ იმიტომ, რომ დედას არანაირი სამსახური არ უთაკილია. როცა პატარა შვილი გყავს და არავინ გიდგას გვერდში, არც ნათესავი, არც ახლობელი, არც ქმარი, არაფერზე აღარ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ შვილს ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება