უკრაინის რადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევას მოითხოვს

უკრაინის რადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევას მოითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევას მოითხოვს ყირიმში შექმნილი კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის დებულებას ამის თაობაზე რადაში 230-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ დებულებაშია აღნიშნული, საკუთარი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია არღვევს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რის გამოც უკრაინა თხოვნით მიმართავს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის რეგიონებში, კერძოდ ყირიმში, გაერო-ს მონიტორინგს.

ამასთან, დებულებაში ნათქვამია, რომ რადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

ბუდაპეშტის მემორანდუმი 1994 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა უკრაინას, აშშ-ს, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. შეთანხმება ასევე შეიცავს პუნქტებს, რომელიც უკრაინისთვის მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა