ვინ იცის ყველაზე კარგად ნანა მესხის გემოვნება

ვინ იცის ყველაზე კარგად ნანა მესხის გემოვნება

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმრები არიან კომპოზიტორი ნანა მესხი და მომღერალი ლაშა ღლონტი. მოგეხსენებათ, ''გემო-მეტრში'' ცნობილ ადამიანებს იმის შესახებ ვეკითხებით, თუ სად იღებენ ყველაზე კარგ მომსახურებას, რომელ ტანსაცმლის მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად.

ნანა მესხი:

- ტანსაცმელს ძირითადად, ვიკერავ. არაჩვეულებრივი მკერავი მყავს, თბილისში განთქმული ირაჩკა. მან საკმაოდ კარგად იცის ჩემი გემოვნება, ჩემი ღირსებები, რისი წარმოჩენა შეიძლება, როგორ და რანაირად. რაც შეეხება ბრენდულ სამოსს, ამაზე ზოგადად არ ვაკეთებ აქცენტს. თუ მაქვს, ბედნიერი ვარ, თუ არ მაქვს, არ არის პრობლემა, ცხოვრების მიზანი ეს არ გახლავთ. როცა მიწევს საზღვარგარეთ ყოფნა, ვცდილობ, რომ იქ ვიყიდო ნამდვილი ბრენდი, ერთი იყოს და კარგი. მთავარი პრიორიტეტია, მიხდებოდეს, მეტ-ნაკლებად ხარისხიანი იყოს და კომფორტულად ვგრძნობდე თავს.

- ფეხსაცმელსაც იკერავთ?

- არა, ფეხსაცმელს ვყიდულობ ხოლმე. ''თბილისი მოლში'' არაერთხელ მიყიდია ფეხსაცმელი. ძალიან ბევრი ბრენდია იქ და არჩევანი უფრო დიდია. ბაზრობებზე არ დავდივარ, რადგან ფიზიკურად არ შემიძლია, ბევრ ხალხში ყოველთვის მიჭირს არჩევანის გაკეთება. "ქარვასლაშიც'' ხშირად დავდივარ, კარგად არის იქაურობა მოწყობილი და მომწონს.

- ყველაზე გემრიელად სად იკვებებით?

- ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს რესტორანი "მრავალჟამიერი", ახალი დარბაზია გახსნილი და სრულიად თანამედროვე და ახლებურია ყველაფერი. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, პრიორიტეტულია, რომ ხარისხიანი მუსიკა ჟღერს და ეს ძალიან მომწონს. საჭმელიც არაჩვეულებრივია. როგორც წესი, სტანდარტს იცავენ და არ აფუჭებენ. ასევე, ძალიან მიყვარს "ზაზანოვა". ჩემთვის ეს ადგილი ოჯახივით არის და გარდა ხარისხიანი მუსიკისა, საკვებიც გამორჩეული - ნიუორლეანური აქვთ. "სითი ქლაბშიც" არაჩვეულებრივი მასპინძლობა იციან და კერძებიც - ძალიან ხარისხიანია. ჩემი საღამო იქ და "ზაზანოვაში" არაერთხელ გამართულა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება