"ჩემი ცოლის დაქალები" მთავარი პერსონაჟების გარეშე - სერიალის სცენარისტი ახალი სეზონის შესახებ

"ჩემი ცოლის დაქალები" მთავარი პერსონაჟების გარეშე - სერიალის სცენარისტი ახალი სეზონის შესახებ

"ჩემი ცოლის დაქალებში"  ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან. გავრცელებული ინფორმაცით, სერიალი დატოვა კატომ, დიტომ, "ვერსკიმ", მირიან ბარათეონმა და სხვა პერსონაჟებმა. ამბობენ იმასაც, რომ "ჩემი ცოლის დაქალაქების" მეხუთე სეზონი ბოლო იქნება და ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალი დასრულდება. "ამბები.გე" სცენარისტ ქეთი დევდარიანს დაუკავშირდა.

- ქეთი, რა ცვლილებები იგეგმება ახალი სეზონიდან სერიალში, მართლა დატოვეს სერიალი დიტომ, კატომ, "ვერსკიმ" და სხვა პერსონაჟებმა?

- სერიალიდან კი არ წავიდნენ, პერსონაჟები აღარ არის საჭირო და მსახიობებს რა უნდა გაეკეთებინათ.

- რატომ მიიღეთ ს გადაწყვეტილება?

- რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს? სულ რაღაც ამბები ხდება, ვიღაცები შემოდიან სერიალში, ვიღაც მიდის და ეს "ააფდეითებს" სერიალს". მსახიობებიც ამის მიხედვით არიან დაკავებული. ლელა მებურიშვილის პერსონაჟი თავდაპირველად, რაღაც პერიოდი იქნება სერიალში, იშვიათად იმიტომ, რომ მსახიობი არის ფეხმძიმედ.

- მირიან ბარათეონიც აღარ იქნება სერიალში?

- რომელი პერსონაჟის ხაზიც აღარ არის, ის მსახიობები აღარ არიან სერიალში. ბარათეონს კატო ცოლად არ გაჰყვა და შესაბამისად, მათი ისტორიაც დამთავრდა, შეიძლება ბარათეონი ათასში ერთხელ გამოჩნდეს სერიალში განსხვავებული ფორმატით. კატო რადგან აღარ არის სერიალში, მასთან მიბმული პერსონაჟებიც აღარ იქნებიან. სამაგიეროდ, იქნება ახალი პერსონაჟები და მსახიობები.

Ambebi.ge სერიალის მთავარ გმირს, ლელა მებურიშვილსაც დაუკავშირდა.

ლელა მებურიშვილი: რა მოხდება სერიალში, ამაზე წინასწარ საუბრის უფლება არ მაქვს. დაიწყოს და ვნახავთ, რა მოხდება. მე ზუსტად ვიცი, რომ სერიალის დატოვებას არ ვაპირებ. სხვას ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება