იანუკოვიჩი - ვაპირებ უკრაინის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას

იანუკოვიჩი - ვაპირებ უკრაინის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას

დადგა დრო განვაცხადო, რომ ვაპირებ უკრაინის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვაპირებ უკრაინის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას მათ წინააღმდეგ, ვინც შიშითა და ტერორით ცდილობს მის დამორჩილებას. გადავწყვიტე ეს საჯაროდ მეთქვა. მე არავის დავუმხივარ, იძულებული ვიყავი უკრაინა დამეტოვებინა ჩემი ახლობლებისა და ჩემი სიცოცხლის მუქარის გამო. როგორც იცით, უკრაინაში ძალაუფლება ნაციონალისტებმა და პროფაშისტურმა ძალებმა იგდეს ხელთ, რომლებიც უკრაინის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა უნდა დატოვონ ქუჩები და უკრაინელი ხალხის ნორმალური ცხოვრება უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც კიევში, ისე უკრაინის სხვა რეგიონში.

"გათვალისწინებული უნდა იყოს უკრაინის ყველა რეგიონის ინტერესები. რთული იქნება ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ყველა ის მსხვერპლი, რომელიც მივიღეთ, დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ხელს უწყობდა მაიდანს", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა