იანუკოვიჩი - შექმნილ ვითარებაში პუტინი ვალდებულია იმოქმედოს

იანუკოვიჩი - შექმნილ ვითარებაში პუტინი ვალდებულია იმოქმედოს

ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავშეკავებულობით გაოცებულია, - ამის შესახებ იანუკოვიჩმა როსტოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთი უკრაინისთვის სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და იქნება ისტორიულ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებში. იმ შეთანხმებებით, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს, რუსეთს გააჩნია უფლება იმოქმედოს", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთმა უნდა იმოქმედოს და ვალდებულიც არის იმოქმედოს. "ვიცი რა ვლადიმერ ვლადიმერის ძის ხასიათი, მიკვირს, რატომ არის ამ დრომდე თავშეკავებული და დუმს. აი, ეს არის საკითხავი", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა