სიმფეროპოლში სროლის ხმა ისმოდა

სიმფეროპოლში სროლის ხმა ისმოდა

სიმფეროპოლში, ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სროლის ხმა მანამდე ისმოდა, სანამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი მიმართვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით დღეს მიმართა. "ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემქურება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყენაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე",- ნათქვამია პუტინის მიმართვაში ფედერაციის საბჭოსადმი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა