ჯონ ქერი - აშშ უკრაინის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგება

ჯონ ქერი - აშშ უკრაინის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგება

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგება. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარისა და უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლ ალექსანდრ ტურჩინოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მხარეებმა ყირიმში შექმნილი ვითარება და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მცდელობის საკითხები განიხილეს.

"ჩვენ ასეთ ქმედებას ვაფასებთ როგორც პირდაპირ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ" , - განაცხადა ტურჩინოვმა და დასძინა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში უკრაინის პარტნიორების იმედი აქვს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ "ამერიკა ყოველთვის იდგა და იდგება სუვერენული სახელმწიფოების დაცვის სადარაჯოზე და უკრაინაში დემოკრატიას დაიცავს".

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა