უილ სმიტმა ვაჟთან ერთად "ოქროს ჟოლო" მიიღო

უილ სმიტმა ვაჟთან ერთად "ოქროს ჟოლო" მიიღო

ფილმმა "ჩვენი ერის შემდეგ", რომლის პროდუსერი უილ სმიტია, სამი ანტიპრემია "ოქროს ჟოლო" მოიპოვა.

უილ სმიტის ვაჟს ჯეიდენს ანტიპრემია ნომინაციაში - "ყველაზე ცუდი მსახიობი" ერგო, ხოლო თავად სმიტ-უფროსმა პრემია "ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლისთვის" მიიღო. გარდა ამისა, მამა-შვილი სმიტები წლის ყველაზე ცუდ სამსახიობო დუეტად აღიარეს. ფილმი "ჩვენი ერის შემდეგ" ფანტასტიკური ბოევიკია, რომლის ბიუჯეტი 130 მილიონ დოლარს შეადგენს.

კიდევ სამი "ოქროს ჟოლო" ფილმ Movie 43-ს ერგო ნომინაციებში "ყველაზე ცუდი ფილმი", "ყველაზე ცუდი სცენარი" და "ყველაზე ცუდი რეჟისურა". კომედია, რომელშიც ჰოლი ბერი, კეიტ უინსლეტი, ჰიუ ჯეკმანი და სხვა ვარსკლავები მონაწილეობდნენ 19 მოკლე ნოველისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა რეჟისორმა გადაიღო.

ცერემონიის მოულოდნელობა გახდა ის, რომ კომიკოს ადამ სენდლერს არცერთი ჟოლო არ შეხვდა. მსახიობს ანტიპრემია უკვე 20-ზე მეტჯერ აქვს მიღებული.

"ოქროს ჟოლო" 34-ჯერ გასცეს. იგი ჟურნალისტმა ჯონ უილსონმა 1980 წელს დააარსა.

მომზადებულია Reuters-ის მხიედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება