სარკოზი 20 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა

სარკოზი 20 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა

მსახიობი და დიზაინერი მერი-კეიტ ოლსენი საფრაგნეთის ექს-პრეზიდენტის ძმას, ოლივიე სარკოზის ცოლობაზე დათანხმდა.

27 წლის ოლსენმა ეს გადაწყვეტილება 44 წლის პარტნიორთან ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გოგონა თანახმაა ქორწინებაზე, რომელიც მისთვის პირველი იქნება, სარკოზის კი პირველი ქორწინებიდან უკვე 2 შვილი ჰყავს.

"მერი-კეიტი დაეხმარა მას, რომ უკეთესი მამა გამხდარიყო. ყოველთვის ახსენებს მის შვილებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თარიღებს", - აცხადებს წყვილთან დაახლობული ანონიმური წყარო. საცოლის გარემოცვაც აღფრთოვანებულია ბანკირი საქმროთი.

"მერი-კეიტის ოჯახი მიიჩნევს, რომ ოლივია საუკეთესოა, ვინც კი მი ცხოვრებაში ყოფილა", - აცხადებენ საპატარძლოს ახლობლები.

უფროსი მამაკაცებისკენ სწრაფვა ოლსენებში, როგორც ჩანს, გენეტიკურია. მერი-კეიტის ტყუპისცალი დაც უპირატესობას მოწიფულ მამაკაცებს ანიჭებს. 23 წლის ეშლი ოლსენს 47 წლის რეჟისორთან, ბენეტომ მილერთან აქვს რომანი.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება