დემი მურმა 23 წლის ახალი საყვარელი გაიჩინა

დემი მურმა 23 წლის ახალი საყვარელი გაიჩინა

51 წლის კინოვარსკვლავი, დემი მური უფრო და უფრო ახალგაზრდა საყვარლებს ირჩევს. ყვითელი პრესის ცნობით, ამჯერად მსახიობმა თინეიჯერთა კერპი, ფილმ "საშინლად ლამაზის" მთავარი როლის შემსრულებელი, 23 წლის ალექს პეტიფერი "შეაბა". ბიჭი მართლაც ძალიან ლამაზია და მასზე არც ახალგაზრდა ვარსკვლავები იტყოდნენ უარს, მაგრამ ალექსმა მოწიფული დემი მური არჩია. არ არის გამორიცხული, რომ ალექსს ეშტონ კატჩერის ბედის გაზიარება სურდეს - ამ უკანასკნელმა ხომ დემი მურთან გაშორების შემდეგ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა და მილიონებიც იშოვა.

ახალ ნორჩ საყვარელთან ერთად დემი მური პაპარაცებმა ერთ-ერთ წვეულებაზე "გამოიჭირეს".

"დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ შეყვარებულებს ჰგავდნენ. ალექსმა დემი ხელში აიტაცა და მთელი დარბაზი შემოატარა. შემდეგ წელზე შემოჰხვია ხელები... ვნებიანად ფლირტაობდნენ, 28-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მართლაც რომ ვნებიანი წყვილია", - განუცხადა Daily Mail-ს ანონიმურმა წყარომ.

ალექსთან ურთიერთობამდე დემი მურმა 27 წლის დრამერთან, შონ ფრაიდემთან მოკლევადიანი რომანიც მოასწრო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება