ვაინონა რაიდერს "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე 10-დოლარიანი კაბა ეცვა

ვაინონა რაიდერს "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე 10-დოლარიანი კაბა ეცვა

ჰოლივუდის მსახიობს ვაინონა რაიდერს "ოსკარის" გადაცემის ერთ-ერთ ცერემონიაზე 10-დოლარიანი კაბა ეცვა. საკუთარ მოდურ მიდრეკილებებზე მსახიობმა ჟურნალ Red-თან ისაუბრა.

კინოვარსკვლავი საკუთარ თავს ძველმანებზე მონადირეს და ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ არ ეშინია საზეიმო ღონისძიებებზე ეცვას ტანსაცმელი, რომელიც გაკეთებულ მანიკურზე იაფი ღირს.

"ჩემი გარდერობის უმეტესობა ვინტაჟური ნივთებისგან შედგება, "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზეც კი 10-დოლარიანი კაბა მეცვა. შონ პენის წვეულებაზე რომ კაბა მეცვა, შემდეგ ის 2005 პრემიერაზე მოვირგე. მესმის, რომ მოდის სამყაროში ეს მიღებული არ არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება ტანსაცმელი, რომელიც მოგწონს ბევრჯერ ჩაიცვა?", - ამბობს მსახიობი.

ამჟამად 42 წლის ვაინონა  მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს და ძირძველ ამერიკულ კულტურას სწავლობს. ახალ ჰობის სერიოზულად უდგება და ირწმუნება, რომ კინემატოგრაფიის შემდეგ - ეს მისი პირველი სერიოზული გატაცებაა.

მომზადებულია Red-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება