საფრანგეთი სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

საფრანგეთი სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტი ლორან ფაბიუსი მიიჩნევს, რომ "დიდი რვიანის" ქვეყნებმა დიდი რვიანის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეაჩერონ, რომელიც ივნისში სოჭშია დაგეგმილი. ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა რადიოსადგურ "ევროპა-1"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ესკალაციას", – აღნიშნა ფაბიუსმა და დასძინა, რომ "საფრანგეთი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ სამიტის მომზადება მანამდე, ვიდრე რუსი პარტნიორები "დიდი რვიანის" პრინციპებს არ დაუბრუნდებიან და არა "დიდი შვიდიანის" პრინციპებს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკვე დაუკავშირდა რუს კოლეგას და უკიდურესი შეშფოთება გამოხატა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა