ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ

ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის"ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ

მსახიობები ჯარედ ლეტო, ბრედლი კუპერი და მაიკლ ფასბენდერი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე დედებთან ერთად მივლენ.

ცერემონიაზე ვაჟს რომ ახლდეს, მაიკლ ფასბენდერის დედა ირლანდიიდან ლოს-ანჯელესში სპეციალურად ჩაფრინდება. ბოლო თვეებში მსახიობს მოდელ მადალინა გენეასთან ხედავენ, მაგრამ ფასბენდერმა ცერემონიაზე მისვლა დედასთან ერთად ამჯობინა.

ანალოგიური სიტუაციაა ფილმ "ამერიკული აფერას" ვარსკვლავ ბრედლი კუპერთან. მსახიობი ერთი წელია 22 წლის ბრიტანელ მოდელ სიუკი უოტერჰაუსს ხვდება. მსახიობს შეყვარებული არაერთ ცერემონიაზე დაუპატიჟებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიაზე დედის - გლორიას წაყვანა გადაწყვიტა.

მსახიობსა და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის წევრ ჯარედ ლეტოს დედა კონსტანსასთან და ძმა შენონთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ ისინი აირჩია "დალასის მყიდველთა კლუბის" ვარსკვლავმა ცერემონიაზე თანმხლებ პირებად.

მსახიობმა instagram-ზე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მაშინ არის გადაღებული, როდესაც მსახიობმა დედას ეს სასიხარულო ამბავი უთხრა.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება