ოსკარების ტრიუმფატორი ფილმი "გრავიტაცია" გახდა

ოსკარების ტრიუმფატორი ფილმი "გრავიტაცია" გახდა

ლოს-ანჯელესში დასრულდა კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი გახდა ალფონსო კუარონის ფილმი "გრავიტაცია", რომელმაც 12 ნომინაციიდან 7 მოიპოვა, მათ შორის ისეთ მთავარ ნომინაციაში, როგორიცაა წლის რეჟისორი, დანარჩენი ოსკარები მას ტექნიკურმა ნომინაციებმა მოუტანა.

წლის ფილმი გახდა "მონობის 12 წელი", წლის ქალი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ფილმისთვის "ბლუ ჯასმინი", წლის კაცი მსახიობი მეთიუ მაკონაჰი ფილმისთვის "დალასის შემსყიდველთა კლუბი".

მეორეხარისხოვანი როლებისთვის ოსკარი გადაეცათ ჯარედ ლეტოს("დალასის შემსყიდველთა კლუბი") და ლუპიტა ნეიონგს("მონობის 12 წელი").

წლის ანიმაციური ფილმი და საუნდტრეკი მოიპოვა "გაყინულმა", წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი იტლიელი რეჟისორის პაოლო სორენტინის ფილმმა "დიდებული სილამაზემ" გაიმარჯვა.

ოსკარების ჯილდოს გარეშე დარჩნენ ლეონარდო დიკაპრიო და მარტინ სკორსეზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება