ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 86-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ელენ დეჯერენესი უძღვებოდა. წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები პოზირებდნენ.

ღონისძიებაზე ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთად მივიდნენ. ანჯელინამ საყვარელ შავ ფერზე წელს უარი თქვა. მსახიობმა არჩევანი ელი სააბის კაბაზე შეაჩერა და კოლეგა ქალბატონებისგან განსხვავებით, კაბის სექსუალურ სილუეტს უპირატესობა არ მიანიჭა.

ახალგაზრდა მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს მოდელის პარამეტრები აქვს და ნებისმიერ ღონისძიებაზე თამამი, ტანზე გამოკვეთილი კაბით პოზირებს. ლოურენსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ძალიან ნერვიულობს - დაჯილდოების დროს ხან კიბეზე ეცემა, ხან კაბა ეხევა და ხანაც ტექსტს ვერ კითხულობს. როდესაც წითელი ხალიჩის ნახევარი გაიარა და ორგანიზატორებმა შვებით ამოისუნთქეს, სწორედ მაშინ უმტყუნა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა და ფოტოგრაფებსაც წაქცეული ვარსკვლავი არ გამოჰპარვიათ.

ჯულია რობერტსის არჩევანი "ჟივენშის" კლასიკური შავი ფერის კაბა იყო, რომელსაც ყვავილების ფორმის მაქმანები ამშვენებდა. კაბას ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა, რომლის ჭრილი ერთგვარი ბადეთი იყო შევსებული.

მომღერალი ლედი გაგა საზოგადოებას არაორდინალური სტილის სამოსით აოცებს. ეპატაჟური მომღერალი გვიხილავს თმით შეკერილ სამოსში, ხორცის კაბაში, სპერმის ფორმის ქუდსა, თუ მონაზონის ანაფორაში, მაგრამ "ოსკარის" ცერემონიალზე ყველა გააოცა, როდესაც ქალური, დახვეწილი სტილი მოირგო.

სერიალ "შერლოკის" 37 წლის ვარსკვლავ ბენედიქტ კამბერბეჩის იუმორზე ჰოლივუდში უკვე ლეგენდები დადის. მას არც ამჯერად უღალატა ამ გრძნობამ და წითელ ხალიჩაზე, ოფიციალურ ფოტოსესიაზე ყველა სტანდარტი დაარღვია.

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

ამავე თემაზე:

ოსკარების ტრიუმფატორი ფილმი "გრავიტაცია" გახდა

ვარსკვლავური სელფშოტი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება