ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

 ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

ლოს-ანჯელესში პრესტიჟული კინოპრემია "ოსკარის" გადაცემის 86-ე ცერემონია გამართა. ცერემონია ელენ დეჯენერესს მიჰყავდა.

მთავარ ნომინაციაში - "საუკეთესო ფილმი" ჯილდო სტივ მაკქუინის სურათმა "მონობის 12 წელი" მოიპოვა.

თაეატრ Dolby-ის სცენაზე გავიდა ყველა, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა - მათ შორის პროდუსერი ბრედ პიტი. "ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველას, ვინც იცის, რას ნიშნავს მონობა", - განაცხადა სამადლობელი სიტყვის დასასრულს მაკქუინმა.

სურათის სცენარისტმა ჯონ რიდლიმ "ოსკარი" საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მოიპოვა.

"ოსკარი" ქალის საუკეთესო როლისთვის კეიტ ბლანშეტს ვუდი ალენის ფილმ "ჟასმინში" შესრულებული როლისთვის ერგო. მსახიობმა ვუდი ალენს მადლობა გადაუხადა. მან "ამერიკულ აფერაში" ემი ადამსის "განსაცვიფრებელი" თამაში აღნიშნა, რომელიც ამ კატეგორიაში "ოსკარის" პრეტენდენტი იყო.

"საუკეთესო მამაკაცი მსახიობი" მეთიუ მაკკონაჰი "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული როლისთვის გახდა. ხოლო ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც "ოსკარზე" მეოთხედ იყო ნომინირებული, ჯილდოს გარეშე დარჩა.

საუკეთესო რეჟისორად ალფონსო კუარონი გამოაცხადეს, რომელმაც სურათი "გრავიტაცია" გადაიღო. ამ ნიმინაციაში ასევე დასახელებულნი იყვნენ დევიდ ო.რასელი ("ამერიკული აფერა"), სტივ მაკქუინი ("მონობის 12 წელი"), ალექსანდრ პეინი ("ნებრასკა") და მარტინ სკორსეზე ("უოლ სტრიტის მგელი").

"გრავიტაციამ" ასევე ყველა ტექნიკური ჯილდოები მოაგროვა და ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა.

ჯარედ ლეტოს "ოსკარის" პირველი ქანდაკება გადასცეს- ფილმ "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის. მსახიობს იგი ენ ჰეთეუეიმ გადასცა. "მადლობა დედა, შენ მე ოცნება მასწავლე",- განაცხადა სცენიდან მსახიობმა. მან ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ლეტომ, რომელიც ასევე ცნობილი როკ-მუსიკოსი და ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ლიდერია, "დალასის მყიდველთა კლუბში" შიდსით დაავადებული ტრანსსექსუალის როლი შეასრულა. ამ როლისთვის მსახიობმა "ოქროს გლობუსი" უკვე მოიპოვა.

ლუპიტა ნიანგო "მონობის 12 წელში" ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს. მსახიობისთვის ეს პირველი კინოჯილდოა.

ფილმ "დიდი გეტსბის" კოსტუმების საუკეთესო დიზაინისთვის კეტრინ მარტინი დააჯილდოვეს, რომელიც სურათის რეჟისორის, ბაზ ლურმანის მეუღლეა.

"დიდმა გეტსბმა" მეორე ქანდაკებაც მიიღო - საუკეთესო სამხატვრო-ხელმძღვანელისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი დისნეის "გაყინული" გახდა. მულტფილმმა ქანდაკება ასევე მოიპოვა საუკეთესო სიმღერისთვის - "Let it Go".

წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი იტლიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინის ფილმმა - "დიდებულმა სილამაზემ" გაიმარჯვა.

მომზადებულია The Wrap-ის მიხედვით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს