ობამა და ქემერონი პუტინს აფრთხილებენ - რა დანაკარგები ემუქრება რუსეთს

ობამა და ქემერონი პუტინს აფრთხილებენ - რა დანაკარგები ემუქრება რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რუსეთს აფრთხილებენ, რომ თუ ყირიმში რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს რამდენიმე საათში არ დაუბრუნდებიან, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრება. ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს

"წუხელ ველაპარაკე ბარაქ ობამას. შევთანხმდით, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია და თუ ის კურსს არ შეიცვლის, მნიშვნელოვანი საფასურის გაღება მოუწევს", - დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე".

ამასთან, როგორც დაუნინგ სთრითის პრესმდივანმა აღნიშნა, ობამამ და ქემერონმა მოილაპარაკეს, რომ კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭიროა უკრაინასა და რუსეთს შორის უშუალო დიალოგი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა