თეონა კონტრიძე ქართველი ვარსკვლავების ნამღერს შეაფასებს

თეონა კონტრიძე ქართველი ვარსკვლავების ნამღერს შეაფასებს

"ორი ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაც ნელ-ნელა ცნობილი ხდება. ჟიურის ერთ-ერთი წევრი მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე იქნება. ასე რომ, მომღერალს ახლა სამი თვის განმავლობაში მოუწევს ყოველ კვირა მოსკოვსა და თბილისს შორის სიარული, ვინაიდან შოუ ყოველ ორშაბათს, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

"ამბები.გე" "ორი ვარსკვლავის" პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- რატომ მოიწვიე ჟიურის შემადგენლობაში თეონა კონტრიძე?

- მაყურებელს უყვარს, კარგი მომღერალია, ამდენი ხანია წასულია საქართველოდან, ხშირად ვერ ჩამოდის აქ... ამასთან, კარგად მეტყველებს, მუსიკოსია...

- მისაღები კანდიდატურაა, მაგრამ ოპონენტები ამბობენ ხოლმე, ჟიურის წევრები უცხოეთიდან რომ არ ჩამოიყვანონ, აქ არ არსებობს სათანადო რესურსიო?

- კი, არსებობს, მაგრამ ეს შოუ მაყურებელზეა გათვლილი და როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვმუშაობ, იმაზე არ ვფიქრობ, ვიღაც ოპონენტი რას იტყვის. როგორც ვხედავ და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს, ისე ვაკეთებ, ვაწყობ, ვგეგმავ...

- თეონა მაშინვე დაგთანხმდა წინანადებაზე?

- ისე არ ხდება, რომ წინადადება რომელიმემ მაშინვე მიიღოს და ულაპარაკოდ დაგთანხმდეს. ცხადია, გეკითხებიან, რა პროექტია, ვინ მონაწილეობს, რა ევალებათ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ იღებენ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის შემადგენლობას ჰყავს გოჩა ჩერტკოევი, რომელიც ორიგინალურობით გამოირჩევა და თავის ნიშა აქვს. ამ პროექტში ასეთი ნიშა ჟიურის რომელ წევრს ექნება?

- არავის, ეს ცოტა სხვანაირი პროექტია. "ორი ვარსკვლავი" ისეთი ჟიურის წევრებით იქნება დაკომპლექტებული, რომ რაიმე განსაკუთრებული ნიშა არც ერთს ექნება.

- ამბობენ, რომ ამ კონკურსში არამუსიკოსებს მაინცდამაინც დიდ ვოკალური მონაცემები არ მოეთხოვებათ. რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს ჟიურიმ ისინი?

- ეს კონკურსი არ არის კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები, თუმცა შოუს მონაწილეებს მოეთხოვებათ, იმღერონ და თავი ისე წარმოაჩინონ, რომ საინტერესო შოუ შედგეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება