საქართველო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპეტივებზე ისაუბრეს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ირაკლი ალასანია და იგორ ტენიუხი შეთანხმდენენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან.