რუსეთის დუმამ ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირა

რუსეთის დუმამ ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის 16-მა დეპუტატმა ჯერ კიდევ 28 თებერვალს დაარეგისტრირა.

"როდესაც ვერ ხდება საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა უცხო სახელმწიფოში ეფექტური, სუვერენული ხელისუფლების არარსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი უფლებები და თავისუფლება, უზრუნველყოს სახელმწიფო ფუნქციების მშვიდობიანი აღსრულება, მივიღოთ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში მივიღოთ როგორც უცხო ქვეყნის ახალი სუბიექტი", - ნათქვამია კანონპროექტში.

ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სუბიექტის მიღებას უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც მოცემული უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა