ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''

ქეთი ხატიაშვილის ახალი საქმე - ''ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ამპლუაში აღმოვჩნდებოდი...''

ქეთი ხატიაშვილისთვის 2013 წელი იღბლიანი აღმოჩნდა, ჯერ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეცამეტე მონაწილედ აირჩიეს, შემდეგ კი სამთვიანი დაუღალავი შრომის ფასად, ცნობილ სახეებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა ''იმედის დილაში'', საიდანაც ქართულ სპორტზე გვაწვდის ინფორმაციას და ღია ეთერშიც ერთვება.

ქეთის მეუღლე ყოფილი ჩოგბურთელია, რომელმაც ტრავმის გამო სპორტს თავი ადრე დაანება და ახლა კერძო ბიზნესი აქვს. წყვილს 2 წლის ანასტასია ჰყავს.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ეტყობა, ამან ჯანმრთელობაზეც იმოქმედა და პრობლემები შემექმნა, თუმცა მოკლე დროში ფეხზე დავდექი და ახალი შემართებით შევუდექი ცხოვრებას. პროექტის მიმდინარეობისას სულ ვამბობდი, არ დავღლილვარ, კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ ლიკა ლაბაძე მეუბნებოდა, ჯერ სად ხარ, მეც მასე ვიყავი, მაგრამ შოუს დასრულების შემდეგ ერთი თვე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელადო. მე კიდევ 10 სექტემბრიდან რომ ჩავერთე ამ მარათონში, 31 დეკემბრის ჩათვლით ამ საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. დამეთანხმებით, ასეთი დაძაბული გრაფიკისთვის ოთხი თვე ცოტა დრო არაა, მით უმეტეს, რომ არ ვიყავი მიჩვეული ასეთ რეჟიმს... თუმცა ძალები უკვე აღვიდგინე. პროექტის შემდეგ ჩემ მიმართ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება, სადაც უნდა მივიდე - მცნობენ, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ვიყო ფორმაში და კარგად გამოვიყურებოდე.

- რას გვეტყვი ამჟამინდელ საქმიანობაზე, ფიტნესინსტრუქტორად მუშაობას აგრძელებ?

- მელოდებოდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, არჩევანი იმ შემოთავაზებაზე გავაკეთე, რომელიც მეტად შემოსავლიანი იყო.ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა, ჩემთვის რაც უკეთესი იყო, მას მივანიჭე უპირატესობა და ამით ნაწყენი არავინ დარჩენილა.

- პროექტის დასაწყისში სხვადასხვა ტელევიზია გთავაზობდა თანამშრომლობას, შოუს დასრულების შემდეგ აღარ მიგიღია წინადადება მათგან?

- არა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ბანკეტზე ნოე სულაბერიძემ მითხრა, რომ ჩემს დასაქმებას ''იმედის დილაში'' აპირებდნენ, რამაც მართლა ძალიან გამახარა და სხვა სამსახურზე აღარც მიფიქრია. არც ერთ არხზე არაა ჩართვები ქართული სპორტის თემაზე, მე კი სწორედ ამ განხრით ვმუშაობ, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი სფეროა. სწორედ ამიტომ პირველი ჩართვა სპორტული ტანვარჯიშიდან მქონდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ ამპლუაში თუ აღმოვჩნდებოდი. როცა გავიგე, რომ ''იმედის დილაში'' ჩართვებზე უნდა მემუშავა, იმ დღიდან, როგორც კი პატარა თავისუფალ დროს ვპოულობდი, ვიჭერდი რაღაც ნივთს მიკროფონის ნაცვლად და ვვარჯიშობდი. პირველი ეთერის დროს ძალიან ვინერვიულე, ხელები სულ სველი მქონდა, მაგრამ ჩანაწერი რომ ვნახე, მივხვდი, ძალიან ცუდი ჩართვა არ მქონია. რასაკვირველია, ხარვეზები იყო, რომელთაც დროთა განმავლობაში გამოვასწორებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება