საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი სინგაპურია

საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი სინგაპურია

2014 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი სინგაპურია. ამას Economist Intelligence Unit (EUI)-ის ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს.

სტაბილურმა სინგაპურულმა ვალუტამ - სინგაპურულმა დოლარმა, ავტომობილის ექსპლუატაციისა და კომუნალური მომსახურების სიძვირის გათვალისწინებით, სინგაპურს რეიტინგის ლიდერობა მოუტანა. შარშან ლიდერი ტოკიო იყო.

ყველაზე ძვირი ქალაქების ხუთეულში ასევე შევიდნენ პარიზი, ოსლო, ციურიხი და სიდნეი. ტოკიომ, კარაკასმა, ჟენევამ და მელბურნმა 6-დან 9-მდე ადგილები გადაინაწილეს. ათეულს კოპენჰაგენი ასრულებს.

ინდოეთის ქალაქები, ასევე, კარაჩი (პაკისტანი), დამასკო (სირია) და კატმანდუ (ნეპალი) ცხოვრებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებად დაასახელეს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა