Guardian - ბრიტანეთი არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს შეუერთდეს

Guardian - ბრიტანეთი არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს შეუერთდეს

დიდი ბრიტანეთი არ აპირებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირმა შემოიღოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები: The Guardian da The Telegraph წერენ.

Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ლონდონის სითის, ევროკავშირის მიერ სანქციების შემოღების შემთხვევაში, რუსული ინვესტიციებისთვის ღია დარჩეს. თუმცა, დიდი ბრიტანეთი რუსი მაღალჩინოსნების მიმართ სავიზო სანქციების დაწესების წინააღმდეგი არ არის.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ლონდონი სამხედრო მოქმედებების დაწყების წინააღმდეგი იქნება, მათ შორის ნატო-ს მხრიდან. ამის ნაცვლად, ბრიტანეთი მხარს უჭერს გაერო-სა და ეუთო-ს დამკვირვებლების მისიას ყირიმში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა