პუტინი - უკრაინის მოვლენებს მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს, ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა

 პუტინი - უკრაინის მოვლენებს მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს, ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს - ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რატომ გაკეთდა ეს? 21 თებერვალს იანუკოვიჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შუამდგომლობით, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაეთანხმა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას - პარლამენტისა და პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს, 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას. ის დათანხმდა, არ გამოეყენებინა ძალა, მაგრამ როგორც კი იანუკოვიჩი ხარკოვში გაემართა, მისი რეზიდენცია დაიკავეს. მას არანაირი შანსი არ ჰქონდა ხელახლად არჩევის. ამაზე ყველა თანხმდება, ყველა ჩემი კოლეგა. რა საჭირო იყო ქვეყანაში იმ ქაოსის შექმნა, რომელშიც ის ახლაა? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. საკუთარი ძალის ჩვენება უნდოდათ - ჩემი აზრით, ეს სულელური ქმედებაა. ამ ქმედებებით მათ უკრაინის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი შეარყიეს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა