პუტინი იანუკოვიჩს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს

პუტინი იანუკოვიჩს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ერთდაერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩია. ამის შესახებ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"იურიდიულად, მხოლოდ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია იანუკოვიჩი. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ახლა ხელისუფლება, მაგრამ იურიდიულად პრეზიდენტი სწორედ ის არის. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სამი მეთოდი არსებობს - გარდაცვალება, მისი პირადი განცხადება და იმპიჩმენტი. იმპიჩმენტი საკონსტიტუციო ნორმაა, გრძელვადიანი პროცედურაა, რომელიც არ გატარებულა. სწორედ ამიტომ მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოს დაშლის გადაწყვეტილება, სრული ნონსენსია", - განაცხადა პუტინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა