პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს

 პუტინი - რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს

რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება სამხედრო ძალების შეყვანას და მათ გამოყენებას, ჯერჯერობით ასეთი აუცილებლობა არ არის, თუმცა შესაძლებლობა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წვრთნები, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინის მოვლენებთან. ეს ღონისძიება ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, მართალია არ გამოცხადებულა არსად. გუშინ გავეცი ბრძანება ყველა სამხედრო შენაერთის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ. რა შეიძლება გახდეს სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზი? - ეს რა თქმა უნდა, უკიდურესი შემთხვევაში შეიძლება მოხდეს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ უკრაინის მოსახლეობის დასაცავად.

პუტინის თქმით, თუ განუკითხაობა იქნება აღმოსავლეთ რეგიონში და ხალხი მიმართავს რუსეთს დახმარების თხოვნით, მოსკოვი იტოვებს უფლებას, ყველა საშუალება გამოიყენოს მოქალაქეების დასაცავად და ამას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა