ვლადიმერ პუტინი - ყირიმის რუსეთთან მიერთების სცენარს არ განვიხილავთ

ვლადიმერ პუტინი - ყირიმის რუსეთთან მიერთების სცენარს არ განვიხილავთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ყირიმის მიერთების სცენარს არ განიხილავს, თუმცა აქცენტს "ერთა თვითგამორკვევის უფლებაზე" აკეთებს.

ამის შესახებ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არა, არ განვიხილავთ ყირიმის რუსეთთან მიერთების სცენარს. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, თავისუფალი აზრის გამოხატვის პირობებში, შეუძლიათ თავიანთი მომავალი განსაზღვრონ. თუ ამის ნება მიეცა კოსოვოელ ალბანელებს და სხვებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - ერების თვითგამორკვევის უფლება, გაერო-ს დოკუმენტებით გამყარებული, არავის გაუუქმებია. მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხევევაში არ გავაღვივებთ ასეთ განწყობებს და არ მოვახდენთ პროვოცირებას", - განაცხადა პუტინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა