კახა აბუაშვილის (კაბუ) ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა დავით ფოფხაძემ აღნიშნა, კახა აბუაშვილს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა, რის შედაგადაც მას გაუკეთდა წინასწარი ქირურგიული დამუშავება.
მისივე ცნობით, კახა აბუაშვილი კლინიკაში ერთი-ორი დღის განმავლობაში დარჩება და შემდეგ გაწერენ.
მსახიობი გუშინ ვერის ბაღის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს.
ერთ-ერთი ვერსიით, კახა აბუაშვილს ორი პირი დაესხა თავს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დაჭრეს.
შსს-ს ცნობით საქმე 118 მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ჯერ დაკავებული არავინ არ არის.