პატრიარქი ფილარეტი - პუტინი თავის ჯართან ერთად ყირიმიდან მოშორდება

პატრიარქი ფილარეტი - პუტინი თავის ჯართან ერთად ყირიმიდან მოშორდება

პუტინი თავის ჯართან ერთად ყირიმიდან მოშორდება. ამის შესახებ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა. ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდის მოხდება ეს, პატრიარქმა ფილარეტმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. "მაგრამ ჩვენ ამას მოვესწრებით", - დასძინა უკრაინის პატრიარქმა.

როგორც ფილარეტმა აღნიშნა, ეკლესია ლოცულობს, რომ ღმერთი ნახევარკუნძულზე შექმნილი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს.

"უფალი ამ კონფქლიტის მშვიდობიან მოგვარებაში დაგვეხმარება. ხომ ხედავთ, რით დამთავრდა კიევში არსებული კონფლიქტი? – იანუკოვიჩის გაქცევით", - განაცხადა ფილარეტმა.

მისივე თქმით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გამანადგურებელი მარცხი მას შემდეგ განიცადა, რაც ეკლესიაში მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეწყვიტეს.

"იანუკოვიჩი მაშინ წავიდა, როცა ეკლესიამ იანუკოვიჩის ხელისუფლებისთვის ლოცვა შეწყვიტა. ასე იქნება აქაც. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია", - განაცხადა ფილარეტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა