ევროკავშირი უკრაინას 11 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას 11 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მზად არის უკრაინას დახმარების სახით 11 მილიარდი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში, ევროკომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"დღეს ჩვენ უკრაინისთვის დახმარება განვსაზღვრეთ. ეს არის 11 მილიარდი ევრო, რომელიც მომდევნო წლებზე გადანაწილდება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით, თანხები გამოყოფილი იქნება როგორც ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ასევე ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა