კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

კეტრინ ეშტონისა და ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

Russia Today ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.

როგორც გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, ეშტონი და ურმას პაეტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ. კიევიდან დაბრუნებული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ ეშტონს შთაბეჭდილებებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ კიევიდან სევდიანი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

"სევდიანი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. შევხვდი "რეგიონების პარტიის", ახალი კოალიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ხალხში არ არის ნდობა, მათ შორის იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც ახალი კოალიციის შემადგენლობაში შევიდნენ და არც მათ მიმართ, ვინც კოალიციიდან გამოვიდა", - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამასთან, ურმას პაეტი აცხადებს - მკვეთრი სიგნალი უნდა გაიგზავნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა არ არის საკმარისი და საჭიროა რეალური რეფორმები, ქმედებები, რომელიც ნდობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

კეტრინ ეშტონი კი აღნიშნავს, რომ ესაუბრა უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს და განუცხადა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ყველა ადამიანის დაცვა.

ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის წარდგენილი სამხილების თანახმად, მაიდანზე სნაიპერების მიერ მოკლული ადამიანები, როგორც დემონსტრანტები, ისე პოლიციელები, ერთი და იმავე სნაიპერებმა მოკლეს.

"ხალხის სულ უფრო მეტ აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ახალ კოალიციას არ სურს მომხდარის ზუსტი გამოძიება. სულ უფრო იზრდება იმის ვარაუდი, რომ ამ სნაიპერების უკან არა იანუკოვიჩი, არამედ სულ სხვა ვიღაც იდგა, ახალი კოალიციიდან", - აღნიშნავს ურმას პაეტი.

კეტრინ ეშტონი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, ახალ კოალიციას სურს გამოძიების ჩატარება. "ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ხალხს სერიოზული ცვლილებები სჭირდება. მაგრამ საჭიროა, რომ მექანიზმი მუშაობდეს. ისინი (ახალი კოალიცია) აქტივისტებიც უნდა იყვნენ, ექიმებიც და პოლიტიკოსებიც. ეს ძალიან რთულია. თუმცა, მათ რამდენიმე კვირას უნდა გაუძლონ, შემდეგ კი არჩევნები იქნება", - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა