ქერჩში რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს

ქერჩში რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს იარაღის დაყრა მოსთხოვეს

რუსულ სამხედროფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა ქერჩში განთავსებული უკრაინის სამხედრო ნაწილის ბლოკირება განახორციელეს.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სამხედრო ნაწილს, რომელიც ქერჩიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და უკრაინის საჰაერო სივრცეს იცავს, რუსული სანომრე ნიშნიანი ორი სატვირთო ავტომანქანა მიუახლოვდა. მანქანებში 20-მდე ჩაფხუტიანი და ნიღბიანი სამხედროფორმიანი ადამიანი იჯდა. მათ სამხედრო ნაწილის გარშემო ტყვიამფრქვევები განათავსეს და უკრაინელ სამხედროებს იარაღის ჩაბარება უბრძანეს, რაზეც უარი მიიღეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამხედრო ნაწილთან სამხედროების ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებიც რუსეთის სამხედროფორმიანებს ნაწილში შეშვებას სთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საკუთარი ახლობლების დასაცავად მზად არიან. ადგილზე მივიდნენ, ასევე, პოლიტიკური პარტია "რუსკოე ედინსტვოს" აქტივისტები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა