სოფო ნიჟარაძის ინგლისურენოვანი ალბომი iTunes-ზე განთავსდა

სოფო ნიჟარაძის ინგლისურენოვანი ალბომი iTunes-ზე განთავსდა

სოფო ნიჟარაძის ახალი ინგლისურენოვანი ალბომი "We Are All" ამიერიდან iTunes-ზეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე იუწყება.

ალბომში სულ 12 კომპოზიციაა შესული. მისი ღირებულება 9.99$-ია. ალბომის პროდუსერია კრისტიან ლეუზი, რომელიც ნიჟარაძის მიერ "ევროვიზიაზე" წარდგენილი სიმღერა "Shine"-ის ("ნათება") ერთ-ერთი ავტორია. ალბომის შექმნაში მომღერალს დახმარება გაუწია ხმის ჩამწერმა სტუდია COSMOS STUDIOS-მა (სტოკჰოლმი) და BRAVO RECORDS-მა (საქართველო).

"აიტიუნსი" (iTunes) პოპულარული ციფრული მედია დამკვრელია, რომელიც კომპანია "ეპლმა" პირველად 2001 წლის 10 იანვარს სან-ფრანცისკოში გამართულ Macworld Expo-ზე წარმოადგინა. პროგრამა გამოიყენება ციფრული მუსიკალური და ვიდეო ფაილების ორგანიზებისა და დაკვრისთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება