ნინო სუხიშვილი: "რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და რაც საქართველოში ჩაიდინა, სწორედ ამას ვაპროტესტებთ"

ნინო სუხიშვილი: "რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და რაც საქართველოში ჩაიდინა, სწორედ ამას ვაპროტესტებთ"

"ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველგან ვაფიქსირებთ. კონცერტზე მხოლოდ ცეკვებს კი არ ვასრულებთ, არამედ სიტყვითაც გამოვდივართ. გრძნობს უკრაინელი ხალხი, უმძიმეს წუთებში რომ მათ გვერდით ვდგავართ... სახელმწიფოს სახელით ვდგავართ მათ გვერდით, აქ მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლის სახელით კი არ ვართ" - ამბობს ნინო სუხიშვილი, რომელიც უკრაინიდან გვესაუბრა...

- უკვე ერთ თვეზე მეტია უკრაინაში ვიმყოფებით, 30 კონცერტი გავმართეთ და დღეს 31-ეს ვმართავთ.. წარმოუდგენელი წარმატებები ახლავს კონცერტებს, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოგცემთ. უკვე მეცხრე წელია თებერვალსა და მარტში უკრაინაში კონცერტებს ვმართავთ და ამჯერად ჩვენი საგასტროლო ტური ქვეყანაში არეულობას დაემთხვა. ძალიან ხშირად ვიყავით ისეთ გაურკვევლობაში, რომ არც ვიცოდით კონცერტი ჩატარდებოდა თუ არა... მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, წარმოუდგენელი მოლოდინია კოცერტების მიმართ და ყოველდღე ანშლაგები გვაქვს. ბევრ ქალაქში დღეში ორ-ორ კონცერტს ვატარებთ... ხვალ კიევში გვაქვს დაგეგმილი ოთხი კონცერტი... უცნაური დამთხვევაა, მაგრამ სადაც კი კონცერტს გავმართავთ და ქალაქს დავტოვებთ, მაშინვე არეულობა იწყება. ყირიმში ჩავატარეთ და თან დაიწყო არეულობა, დასავლეთ უკრაინაშიც ასე მოხდა... კიევისკენ ხვალ დავიძვრებით და უკვე გვითხრეს, რომ ოთხივე კონცერტის ბილეთები გაყიდულია. ეს ანშლაგები, გულწრფელად გითხრათ, ძალიან მაკვირვებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება