გოგოლა კალანდაძე ტელეეთერს უბრუნდება - ''გადავწყვიტე, ამბიციური გავხდე!..''

გოგოლა კალანდაძე ტელეეთერს უბრუნდება - ''გადავწყვიტე, ამბიციური გავხდე!..''

მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ პირველად წლების წინ ''მწვანე ოთახთან'' ერთად იმღერა, მეორედ კი ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ''პროფილში'' შეასრულა სიმღერა. მეტი გამოცდილება ამ სფეროში არ აქვს, მაგრამ მაინც დათანხმდა ''იმედის'' პროექტ ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობაზე, სადაც მისი პარტნიორი ნოდიკო ტატიშვილი იქნება. გადაცემა ათ მარტს დაიწყება, მანამდე კი ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილე თორმეტივე წყვილი მთელი დღეების განმავლობაში მეცადინეობს, რომ სასურველ შედეგს, გამარჯვებას მიაღწიოს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე გოგოლა კალანდაძეს ვესაუბრეთ.

- გოგოლა, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობაზე რომ დათანხმდი, არ შეგშინებია, არ გიფიქრია, შეიძლება, კარგად ვერ ვიმღეროო?

- როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობაზე თანხმდები, არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მთავარია, ბევრი რამ ისწავლო. ვცდილობ, პროექტში მონაწილე დანარჩენ მომღერლებში ბევრი კარგი და საინტერესო რამ დავიჭირო და ვისწავლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ მეშინია. თუ რამე არ გამომივა, მაყურებელმა უნდა მაპატიოს. არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. თუმცა შეიძლება, პროფესიონალ მომღერალსაც შეეშალოს სცენაზე სიმღერა.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და ამით დასრულდა ჩემი მუსიკალური განათლება.

- ''ორ ვარსკვლავში'' როგორ აფასებენ შენს სასიმღერო მონაცემებს? პროექტის შემდეგ შეიძლება, მუსიკალური კარიერა გააგრძელო?

- ასე შეფასებებით არავინ მათამამებს. ესაა პროექტი, სადაც ყველა მონაწილე კარგად მღერის. სხვების ნამღერი რომ მოვისმინე, ყველა ძალიან მომეწონა. თორმეტ კონკურსანტს შორის არ იგრძნობა, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვართ. სულ ვამბობ, შეკრული ჯგუფია-მეთქი და მგონი, ასეთი ურთიერთგაგება მსგავს პროექტში არასდროს ყოფილა. არ გვაქვს ისეთი განწყობა, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ.

- როგორ ფიქრობ, გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად რომელს გაქვთ?

- გამარჯვება ყველას გვინდა და თუ მე გავიმარჯვებ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. ვინც პროექტში ვართ, ყველას ფინალში გასვლა და გამარჯვება გვინდა. მიყვარს სიურპრიზები და საჩუქრები და რა ვქნა. ყველა ამისთვის მოვედით პროექტში. მერწმუნეთ, თორმეტივე ძლიერი მონაწილეა, ვისაც უნდა მოუსმინო, ყველა ძალიან კარგია. ყველა მომწონს და ყველას ვგულშემატკივრობ. ბევრი მეუბნება, ახლა შეიძლება, კონკურენციის მომენტი არ იგრძნობა, მაგრამ პროექტი რომ დაიწყება და წყვილები გავარდებიან, მაშინ დაიძაბება სიტუაციაო. იმედია, ''ორ ვარსკვლავში'' ასეთი რამ არ მოხდება და რომც მოხდეს, მზად ვარ. ასეთ პროექტში რომ მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

- როგორც მახსოვს, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონშიც აპირებდი მონაწილეობას.

- დიდი სურვილი მქონდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- იმ პერიოდში მესამე ბავშვი ახალი გაჩენილი გყავდა და ალბათ, მიზეზი ეს იყო.

- არა, ბავშვი არ ყოფილა მიზეზი. უბრალოდ, ასე მოხდა.

- ფიქრობ, რომ უფრო კარგად მღერი, ვიდრე ცეკვავ?

- დაგეგმილი მაქვს და ძალიან მინდა, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მომდევნო სეზონში მივიღო მონაწილეობა. თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. სიმღერაც და ცეკვაც ძალიან მაგრად გამომდის (იცინის). ძალიან მაგარი გოგო ვარ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება