"პატარძლებიდან" პატარძლობამდე, ანუ რა შეცვალა ფილმმა მარი კიტიას პირად ცხოვრებაში

"პატარძლებიდან" პატარძლობამდე, ანუ რა შეცვალა ფილმმა მარი კიტიას პირად ცხოვრებაში

თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლების" სიუჟეტი ოჯახურ ტრაგედიაზეა, კონკრეტულად დაპატიმრებული მეუღლის მომლოდინე ქალბატონზე. ცოლ-ქმრის, ნუცასა და გოგას, როლებს ფილმში მარი კიტია და გიორგი მასხარაშვილი განასახიერებენ. ფილმის პრემიერა საზღვარგარეთ გაიმართა. ქართული მხარე ბერლინის ფესტივალის პროგრამაში წელს ორი ფილმით წარადგინეს. ერთი ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" გახლდათ, ხოლო სექცია "პანორამაში" თინათინ ყაჯრიშვილის სადებიუტო ფილმი უჩვენეს. "პატარძლებმა" "პანორამას მაყურებლის პრიზის" გამარჯვებულებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. 18 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიდან უმეტესობა დაესწრო. ამ სასიამოვნო სიახლეზე სასაუბროდ თბილისში ჩამოსულ მსახიობ მარი კიტიას მეუღლის ბარში შევხვდით...

- მამაშენი რეჟისორი გია კიტიაა, თეატრთან ბავშვობიდან ხარ ახლოს...

- დიახ, მამას პროფესიის გამოც და საერთოდ, ძალიან შემოქმედებითი ოჯახი მყავს. მამა წლების განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ და ახლა უნივერსიტეტში ბავშვებს რეჟისურას ასწავლის. დედა ბალერინაა, და - თეატრის მხატვარი და მე - მსახიობი (იღიმის). 5 წლიდან რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ მისი მსგავსი თეატრი დღესდღეობით საქართველოში აღარ არის. რაც შეეხება ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სამწუხაროდ, დღეს საბავშვო თეატრი არ არსებობს. ის რაც არის, შესაბამისი დონის არ გახლავთ და შემიძლია, ეს თამამად განვაცხადო.

- ბატონი მიშა ანთაძის დროს ამ თეატრს აკრიტიკებდნენ, ახლა დიმიტრი ხვთისიაშვილია მმართველი, ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის რეპერტუარი...

- დღეს ის მაინც არ არის საბავშვო თეატრი. ეს ჩემი აზრია. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩემი შვილი და დისშვილები მოზარდ მაყურებელთა თეატრში არ დამყავს. უფროსი ასაკის მაყურებლებისათვის ჯერჯერობით არის შემორჩენილი კარგი სპექტაკლები და რეჟისორებიც, მაგრამ ისინიც ძალიან ცოტანი არიან.

- მარი, თავად რომ იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველი, რას შეცვლიდი?

- ეს ძალიან რთული საკითხია, ანა (იღიმის). ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი.

- ჰო, მაგრამ ალბათ, როცა ასე ამბობ, საჭიროა კონკრეტული არგუმენტიც...

- საჭიროა კარგი რეჟისორი, რომელიც ჯგუფს შეკრავს და იქნება ჩამოყალიბებული დასი, რომელიც ერთი საქმისკენ იქნება მიმართული. ჩვენს დროს უამრავი მაყურებელი გვყავდა. ის ხალხი დღესაც მხვდება და მადლობას მიხდის იმ სპექტაკლებისთვის, რომლებიც მაშინ იდგმებოდა. იმ დროს ყველა ძალიან მაღალ დონეზე მუშაობდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მე რომ ამის საშუალება მომეცეს, სისტემას მთლიანად შევცვლიდი. საერთოდ, ჩემი აზრი ყველამ იცის. პირადად თქმა მირჩევნია, ვიდრე ასე და არ მინდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება