ამერიკამ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდი გამოგზავნა

  ამერიკამ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდი გამოგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში ნაღმოსანი "USS Truxtun" გამოგზავნა. ინფორმაციას უკრაინული "ლიგა.ნეტ" ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული სამხედრო ხომალდი საბერძნეთის ერთ-ერთი პორტიდან დღეს გამოვიდა, რომლის მიზანია, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო საზღვაო ფლოტთან ერთად კომბინირებული წვრთნების გამართვა.

ხომალდი ეწვევა რეგიონში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პორტებს და დაგეგმილ წვრთნებს გამართავს. სააგენტოს ცნობით, ამერიკული სამხედრო გემის სწავლებაში მონაწილეობა ყირიმში განვითარებულ მოვლენებამდე იყო დაგეგმილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა