ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია

ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია

ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Unian-ი რუსულ მედიაზე დაყრნობით იწერება.

გაზეთ Московский Комсомолец-ის ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

"იანუკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება", - ნათქვამია რუსული გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით მოათავსეს.

ამასთან, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" სპეცსამსახურებში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცოცხალი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად საგენტომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელ ვიტალი ჩურკინსა და რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებს მიმართა.

მომზადებულია Московский Комсомолец-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა