თურქეთში შესაძლოა, Facebook და Youtube აკრძალონ

თურქეთში შესაძლოა, Facebook და Youtube აკრძალონ

თურქეთში, შესაძლოა, Facebook და Youtube აკრძალონ. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეკომპანია ATV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 30 მარტს გაიმართება, ინტერნეტზე, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები დაწესდეს.

"გადაიდგმება ახალი ნაბიჯები, რომელსაც ამ მიმართულებით 30 მარტის შემდეგ გადავდგამთ... მათ შორის იქნება აკრძალვები", - განაცხადა ერდოღანმა, რომლის თქმითაც, ეს Facebook-სა და Youtube-ს შეეხება.

თურქული მედიის ინფორმაციით, ინტერნეტის შეზღუდვები, სავარაუდოდ, უკავშირდება კორუფციულ სკანდალს და ერდოღანის პირადი საუბრის ჩანაწერს, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

მომზადებულია ATV-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა