მომღერალი იოსიფ კობზონი ჰოსპიტალიზებულია. კობზონი საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მას არტერიულმა წნევამ აუწია.
76 წლის კობზონს ექიმი სინჯავდა, რა დროსაც ის უცაბედად ცუდად გახდა. მედიკოსებმა მას წნევის მკვეთრი ცვალებადობა დაუდგინეს. მომღერალი ექიმთან სამედიცინო კონსულტაციაზე იმყოფებოდა.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ის კლინიკას ხვალვე დატოვებს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.