ყირიმში რუსეთის შეიარაღებულმა სამხედროებმა უკრაინის სასაზღვრო ნაწილი "შელკინო" შტურმით აიღეს. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
"რუსეთის შეიარაღებული სპეცრაზმელები გვიან ღამით შეიჭრნენ სასაზღვრო ნაწილში. სასტიკად გაუსწორდნენ ნაწილში მყოფ ღამის მორიგეებს და იარაღის საცავი ოთახი დაიკავეს", - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული რუსი სამხედროები ასევე შეიჭრნენ ოთახებში, სადაც მესაზღვრეების ოჯახები ცხოვრობენ.
სამხედრო ნაწილი ამ დრომდე რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული.