რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს

რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს

28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღე იყო. იმავე საღამოს "იმედის" ეთერში რეჟისორ საშა რეხვიაშვილის ფილმის "რამაზ ჩხიკვაძე" ჩვენება გაიმართა. ამ ფაქტს დაემთხვა მსახიობის შვილიშვილთან ჩვენი შეხვედრა. ბაბუას სეხნია, რამაზ ჩხიკვაძე, თავისი სცენარის მიხედვით ფილმს იღებს. ფილმზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღემდე რამდენიმე სცენარი აქვს შექმნილი, მაგრამ აქამდე არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ისინი განეხორციელებინა...

- რამაზ, ვიცი, მსახიობობა გქონდა გადაწყვეტილი. არჩევანი ხომ არ შეცვალე?

- ახლა 17 წლის ვარ, XI კლასში ვსწავლობ. ალბათ, პროფესიული არჩევანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე თვის შემდეგ მივიღებ. მსახიობობა ძალიან მინდა, მომწონს ეს პროფესია და ნაწილობრივ ამ პროფესიაში გარკვეული ნაბიჯები გადადგმული მაქვს, მაგრამ იმავდროულად ვფიქრობ რეჟისურაზეც. ახლა პატარა გამოცდას ვუწყობ თავს და ვიღებ საშუალომეტრაჟიან, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმს. თუ გამომივა და ფილმი მომეწონება, მაშინ შეიძლება, რეჟისურაზე ვიფიქრო. ასევე არჩევანი მაქვს გასაკეთებელი თბილისში თეატრალურ უნივერსიტეტსა და უცხოეთში კინოუნივერსიტეტში ჩაბარებას შორის.

- ფინანსები როგორ მოიძიე? ვის ეკუთვნის სცენარი? ვინ არიან მსახიობები?

- სასაცილო ვიქნები, როცა გეტყვით, რომ რეალურად ამ ფილმს დამფინანსებელი არ ჰყავს. იმის გარდა, რომ სკოლაში ვსწავლობ, იმავდროულად ტელეკომპანია "იმედში" გასართობი გადაცემების კოორდინატორი ვარ. ჯერჯერობით მშობლები მაფინანსებენ და ამიტომ ჩემი ხელფასი მოვაგროვე და ფილმის გადაღების დროს გამოვიყენე. ჩემს საახლობლოში ბევრი მსახიობია და მათი დახმარებით მუშაობა დავიწყე. ფილმი, ასე ვთქვათ, ავტობანის ერთ-ერთ ეკიპაჟზეა. დიდი მადლობა ბატონ შალვა ოგბაიძეს, რომელმაც ხელი შეგვიწყო და რაღაც სცენები ავტოდრომზე გადავიღეთ. ახლა ერთ-ერთ სცენაზე მუშაობა დაგვრჩა. საამისოდ საპატრულო პოლიცია მჭირდება და ველოდები მათ პასუხს. რაც შეეხება რეკვიზიტებს, მანქანები, რომლებიც ფილმშია, ჩემს ახლობლებს ეკუთვნით. აირსოფტის იარაღები საკმაოდ ჰგავს ნამდვილს და რეალურ ეფექტს ქმნის. პარკებში ნარკოტიკის მაგივრად ფქვილია ჩაყრილი, ასდოლარიანები ჩვეულებრივ ქაღალდზე დავბეჭდეთ. ასე შეიქმნა ყველა რეკვიზიტი (იღიმის). რაც შეეხება ფილმში მონაწილეებს, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი შეიძლება, ერთადერთი ადამიანი იყოს და ეს არის "ჯეოსტარელი" ანუნა მდივნიშვილი. მის გარდა ფილმზე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები მყავს დაკავებული.

სცენარი ჩემია, მაგრამ მისი ფაბულა აღებულია ჩემთვის საყვარელი და ცნობილი სერიალიდან "კობრა 11". ეს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სერიალი უკვე 18 სე-ზონია არსებობს. გადასაღებად ევროპაში ყველაზე დიდი, ორკილომეტრიანი ავტობანი სპეციალურად შეიქმნა. გერმანიაში რომ ჩავედი, ამ სერიალის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ახლა ვცდილობ, ჩემი მცირე ბიუჯეტით, მსგავსი რამ გავაკეთო (იღიმის). ჩემს ფილმს ინტერნეტში "იუთუბზე" გამოვაქვეყნებ. თუ რომელიმე ტელევიზია დაინტერესდება, მისი გაშვების საშუალება ექნება. მე ამას იმის გამო არ ვაკეთებ, რომ ფილმით რაღაც ფინანსური შემოსავალი მივიღო. მეც და ჩემი მეგობრებიც ფილმს ჩვენთვის ვიღებთ. თუ სარეჟისოროზე ჩაბარებას გადავწყვეტ, უმაღლესში ამ ფილმს გავგზავნი და ამგვარად საშუალება მექნება, ნახონ ჩემი შესაძლებლობები.

- რამაზ, შენ და შენი და წლების განმავლობაში ცხოვრობდით საზღ-ვარგარეთ...

- დიახ, პრაღაში. მე იქ დავიბადე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება