"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"

"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"

ფოტოხელოვანი ვახო ქურდიანი უკვე რამდენიმე წელია, საყვარელ საქმეს აკეთებს. სურათების გადაღების სიყვარული მოგზაურობის დროს აღმოაჩინა. მის ფოტოარქივში შეიძლება ნახოთ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, პეიზაჟები, ბავშვები და შიშველი ფოტოები. თავად ყველაზე კარგად თავს მთაში გრძნობს, მაგრამ ამჯერად ყველაზე დიდ პროექტზე - "საუკუნის ადამიანებზე"მუშაობს.

- მესტიაში დავიბადე და გარკვეული პერიოდი იქ ვიზრდებოდი. დედა რუსი მყავს და სვანეთიდან რუსეთში წავედი. მეხუთე კლასამდე იქ ვცხოვრობდი, შემდეგ მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახური გავიარე. ექვსი წელი ვმსახურობდი. ახლა ჩემი ტურისტული სააგენტო მაქვს და მსურველებს სამთო ტურებით ვემსახურები. მთების სიყვარულმა ფოტოგრაფიამდე მიმიყვანა. მოგზაურობის დროს უამრავ სურათს ვიღებდი, მა-გრამ თავიდან უბრალო აპარატით. ხალხს იმდენად მოსწონდა ჩემი გადაღებული ფოტოები, რომ შემდეგ უკეთესი აპარატი შევიძინე. ჩემით შევისწავლე ფოტო-გრაფია ინტერნეტიდან, გაზეთებიდან, წიგნებიდან.

- თავიდან ძირითადად პორტრეტებს იღებდით?

- დიახ, ძალიან საინტერესო პროექტი წამოვიწყე - "საუკუნის ადამიანები“. საქართველოს მასშტაბით დავდივარ და ას წელს გადაცილებულ ადამიანებს ვიღებ. მაქსიმუმი 107 წლის მყავს გადაღებული, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთ რე-გიონში 127 წლის ქალბატონი ცხოვრობს და სურვილი მაქვს, ჩავიდე და გადავიღო. მინდა, ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ ამას გარკვეული თანხა სჭირდება. თან, როდესაც ამ ასაკის ადამიანთან მიდიხარ, იმედის თვალით შეგცქერიან, რომ რაღაცით დაეხმარები. რამდენიმე კომპანიას მივმართე თხოვნით, მათ შორის ტკბილეულის ქარხანას. ამ ასაკის ადამიანებს ხომ ბავშვივით უყვართ ტკბილეული (იღიმის).

- მიტინგებზე გადაღებული ფოტოებიც ვნახე თქვენს არქივში...

- დიახ, დრო თუ მქონდა, ვესწრებოდი ხოლმე. პოლიტიკოსების სახეები ყოველთვის განსხვავებულია. გააჩნია, იმ დროს ვინ არის ოპოზიციაში და რომე-ლი მხარე ატარებს მიტინგს. ძირითადად გაღიზიანებული სახეები აქვთ. მომიტინ-გეებს ბევრჯერ დაუბრალებიათ, რომ რომელიღაც მხარის მიგზავნილი ვიყავი, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. გადაღებული მაქვს ივანიშვილის ოჯახიც, ერთ-ერთი მსახიობის სამძიმარზე მიდიოდნენ. პოლიტიკოსებიდან გადაღებული მყავს მიხეილ სააკაშვილი, რუსთავში რალის გზის გახსნისას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება