მიხეილ ხადარკოვსკი კიევში იმყოფება

მიხეილ ხადარკოვსკი კიევში იმყოფება

ბიზნესმენი მიხეილ ხადარკოვსკი კიევში ჩავიდა. როგორც ხადარკოვსკიმ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მას სურს, ადგილზე გაეცნოს შექმნილ ვითარებას. "უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია. აქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად ჩამოვედი და ლექციაზე ვიტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მსურს. ახლა კი მინდა, კოლეგებთან ერთად ვნახო, რა ხდება და რა იყო მანამდე. არ მინდა, რაღაც პარალელების გავლება, მხოლოდ მსურს, რომ გავერკვე, რა მოხდა, შთაბეჭდილებებზე ლაპარაკი არ მსურს", - აღნიშნა ხადარკოვსკიმ.

მომზადებულია ua.korrespondent.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა