ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინის საზენიტო-სარაკეტო პოლკისგან იარაღის დაყრა მოითხოვა

ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინის საზენიტო-სარაკეტო პოლკისგან იარაღის დაყრა მოითხოვა

ყირიმში, რუსმა სამხედროებმა დამბა დანაღმეს, რომელიც დასახლებულ პუნქტ რიუმშინოსთან მდებარეობს.

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევპატორიის საზენიტო-სარაკეტო პოლკს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ 20:00 საათამდე უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ნაწილში შეჭრით იმუქრებიან.

გარდა ამისა, ტიმჩუკი აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილთან ახლოს რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, რომლებიც უკრაინელების წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალას გამოიყენებენ.

მომზადებულია www.pravda.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა