მოსკოვი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში 40 მლრდ რუბლს გადაუხდის

მოსკოვი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში 40 მლრდ რუბლს გადაუხდის

მოსკოვი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, საწარმოების მხარდასაჭერად 40 მილიარდ რუბლს გადაუხდის. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაველ დოროხინმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვთან ამის შესახებ მოლაპარაკებები უკვე გამართა. "უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება იმ საწარმოებს, რომლებიც თავდაცვითი მრეწველობის კომპლესს, მანქანათმშენებლობას და ნაოსნობას უკავშირდება", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

დუმის დეპუტატები მზად არიან ყირიმისთვის სასურველი სტატუსი მიიღონ, თუ ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაში შევა. დოროხინის თქმით, სამშაბათს დუმის სხდომა გაიმართება, რომელზეც რუსეთთან ყირიმის მიერთების საკითხი განიხილება.

მომზადებულია www.interfax.ru-ს მიხედით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა