ვანო ჯავახიშვილი ბოდიშს იხდის

ვანო ჯავახიშვილი ბოდიშს იხდის

ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.

- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი.

იხილეთ ვრლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება